Вечеринка: სოლიდარობა "დილას"
Главная > ქალთა კლუბი Women Club > სოლიდარობა "დილას"
საქართველო გამორჩეულია მდიდარი და მრავალფეროვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით, მემკვიდრეობით, რომელიც ქმნის კულტურულ იდენტობას და ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნებისა და ადამიანის შემოქმედების პატივისცემას. 2015 დეკემბრის მონაცემებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 31 ობიექტს, მათ შორის თვალსაჩინო ადგილს იკავებს საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიცია - ჟურნალი ,,დილა".
საყმაწვილო ლიტერატურული ჟურნალი „დილა“ დღემდე აგრძელებს ღირსეულ ტრადიციას და მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას სთავაზობს, ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის განათლებასა და ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებას. იმისათვის, რომ ,,დილამ’’ სრულფასოვნად გააგრძელოს არსებობა და საბავშვო ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველის მოთხოვნების დაკმაყოფილება საჭიროა გამოცემის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება, საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის გზით.
ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის" არსებული ქუთაისის ქალთა კლუბი, საპატიო წევრის, პოეტ ცირა შალაშვილის ინიციატივით, გეგმავს სოლიდარობის საღამოს ჩატარებას, რითაც გამოხატავს თანადგომას ჟურნალ ,,დილას" მიმართ. მოწვეულ საზოგადოებას საშუალება მიეცემა სიმბოლურ ფასად (1 წლით გამოწერის საფასური - 30 ლარი) გახდეს ჟურნალის ხელმომწერი.
ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა 112 წლის ჟურნალ "დილას" მიმართ!